რატომ არის მნიშვნელოვანი ტესტირების მონაცემები?
არცერთმა ქვეყანამ არ იცის COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა. ყველაფერი რაც ვიცით არის მხოლოდ და მხოლოდ ინფექციური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ტესტია რეალურად ქვეყანაში ჩატარებული. ტესტირება არის ჩვენი ფანჯარა პანდემიის დასამარცხებლად. ინფიცირებულთა ზუსტი მონაცემების გარეშე, ჩვენ ვერ შევისწავლით პანდემიას. ამ მონაცემების გარეშე, სპეციალისტებს ვერ ეცოდინებათ, თუ რომელ ქვეყნებშია ვითარება დამაკმაყოფილებელი და რომელში უკიდურესად საშიში. დადასტურებული შემთხვევების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ინტერპრეტაციისთვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რეალურად რამდენ COVID-19 ტესტს აკეთებს თითოეული ქვეყანა.
დადებითი ინდიკატორი: მნიშვნელოვანი მაჩვენებელი პანდემიის გასაგებად.
ვირუსის დადებითი შედეგი კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად ადეკვატურად ატარებენ ქვეყნები ტესტირებას, რადგან ეს მიუთითებს ტესტირების დონეზე ეპიდემიის ზომასთან მიმართებაში. უფრო გავრცელებული ეპიდემიის მქონე ქვეყნებს სჭირდებათ დამატებითი ტესტირება, რათა შეძლონ ვირუსის გავრცელების სწორად თვალყურის დევნება და კონტროლი. ჯანმო-ს მიერ 2020 წლის მაისში გამოქვეყნებული კრიტერიუმების მიხედვით, 5%-ზე ნაკლები დადებითი მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. ვინაიდან შეზღუდული ტესტირება ზრდის ბევრი შემთხვევის გამოტოვების ალბათობას, დადებითი ტესტების რაოდენობა ასევე დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების გაგებაში. მაღალი დადებითი პასუხების მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ინფექციების ნამდვილი რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილილს წარმოადგენს, და თუ ქვეყანაში დადებითი ზრდაა, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ვირუსი რეალურად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დადასტურებულ შემთხვევებში დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი მიგვითითებს.
რამდენი ტესტი ტარდება დღეში?

ჩატარებული ტესტების რაოდენობა ყველა ქვეყანაში ერთნაირი არ არის - ერთი განსხვავება ისაა, რომ ზოგიერთი ქვეყანა აფიქსირებს ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობას, ზოგი კი აღნიშნავს ჩატარებული ტესტების რაოდენობას (რომელიც შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ ერთი და იგივე პირი გაივლის რამდენიმე ტესტირებას). ზოგი ქვეყნები კი ანთავსებენ თავიანთი ტესტის მონაცემებს ისე, რომ გაუგებარია რას ნიშნავს ტესტის მრიცხველი.
ტესტები დადასტურებულ შემთხვევაზე
კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ გავიგოთ ტესტირების ხარისხი და გავრცელების მასშტაბები, არის იმის გარკვევა, თუ რამდენ ტესტს ატარებს ქვეყანა COVID-19-ის ერთი შემთხვევის გამოსავლენად. ქვეყნები, რომლებიც ატარებენ ძალიან ცოტა ტესტებს ყველა დადასტურებული შემთხვევისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიყენებენ საკმარისად ფართო ტესტირებას უკლებლივ ყველა შემთხვევის იდენტიფიცირებისთვის. ჯანმო-მ შემოგვთავაზა დაახლოებით 10-30 ტესტი გაკეთება თითო დადასტურებულ შემთხვევაზე, როგორც ადეკვატური ტესტირების ზოგადი კრიტერიუმი.
COVID-19-ის ტესტებს სახეობები
COVID-19-ის ტესტირების მრავალი ტექნოლოგია არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ხელმისაწვდომია, ზოგი კი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია:
- • ტესტები, რომლებიც ამოწმებენ ვირუსს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი ამჟამად ინფიცირებული. ტესტის ჩატარების ყველაზე გავრცელებული გზაა PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია). სწრაფი ანტიგენის ტესტები ასევე ფართოდ არის გავრცელებული ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით მასობრივი ტესტირების მიზნით.
- • ტესტები, რომლებიც ამოწმებენ ანტისხეულებს, რათა დაადგინონ, იყო თუ არა ადამიანი ინფიცირებული ადრე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გამოქვეყნებული ტესტირების სტატისტიკა.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გამოქვეყნებული ტესტირების სტატისტიკა. სხვადასხვა ქვეყანა აქვეყნებს ტესტის მონაცემებს სხვადასხვა განმარტებების მიხედვით. ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი შედარების გასაკეთებლად, რიცხვები უნდა იქნას ინტერპრეტირებული განსხვავებების გასაგებად. ეს ნიშნავს იმას, რომ რიცხვების გარდა, საჭიროა დეტალური აღწერილობა.
ტესტირების რომელი ტექნოლოგიები გამოიყენება?
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა დეტალური და მკაფიო ანგარიში წარმოადგინონ იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი დანერგვისას, ტესტის შედეგების შესაბამისი განაწილებით.

მთელ მსოფლიოში, მკვლევარები და ეპიდემიოლოგები სწავლობენ ავადმყოფობისა და სიკვდილის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას, რათა გაიგონ და შეადარონ COVID-19 პანდემიის გავრცელების მასშტაბები. თუმცა, ავადმყოფობისა და სიკვდილის შემთხვევების შესახებ მონაცემების ინტერპრეტაცია შესაძლებელია მხოლოდ ვირუსის ტესტირების მასშტაბისა და გავრცელების ზუსტი გაგებით.