Close

რა როლი აქვს ნიღბის ტარებას კოვიდ-19 პანდემიის მართვაში

შეუძლია თუ არა პირბადეების ტარებას ხელი შეუწყოს კორონავირუსის გავრცელების შენელებას (SARS-CoV-2), რომელიც იწვევს COVID-19– ს? დიახ შეუძლია. პირბადეები, სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, როგორიცაა ვაქცინაცია, PCR ტესტირება , ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცია, ეფექტურია ვირუსის გავრცელების შენელებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) რეკომენდაციას უწევს სამედიცინო ნიღბების ტარებას.

როგორ მუშაობს სხვადასხვა სახის ნიღბები?

Medical masks PCR Test Tbilisi

სამედიცინო ნიღბები

სამედიცინო იგივე ქირურგიული ნიღბები არის ერთჯერადი ნიღბების სახეობა. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მფლობელი წვეთებთან და სპრეებთან კონტაქტისგან, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მიკრობებს. სახის ნიღაბი ასევე ფილტრავს ჰაერში მსხვილ ნაწილაკებს ჩასუნთქვისას.

N95 Mask PCR Test Tbilisi

N95 ნიღბები

N95 ნიღაბი არის სახის რესპირატორი. ის უკეთეს დაცვას იძლევა, ვიდრე სამედიცინო ნიღაბი, რადგან ის ფილტრავს როგორც მსხვილ, ისე მცირე ნაწილაკებს. ქირურგიული ნიღბების მსგავსად, N95 ნიღბები ერთჯერადია. ზოგიერთ N95 ნიღაბს და თუნდაც ქსოვილის ნიღაბს აქვს სარქველები, რაც სუნთქვას აადვილებს. სამწუხაროდ, ეს ნიღბები არ ახდენს ამოსუნთქული ჰაერის ფილტრაციას. სწორედ ამიტომ, ისინი აკრძალულია ზოგიერთ ქვეყნებში.

cloth mask

ქსოვილის ნიღბები

ქსოვილის ნიღაბი შექმნილია რესპირატორული წვეთების დასაჭერად, რომლებიც გამოიყოფა მომხმარებლის საუბრისას, ხველისას ან ცემინებისას. ის ასევე მოქმედებს როგორც ბარიერი. ქსოვილის ყველაზე ეფექტური ნიღბები შედგება მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილის რამდენიმე ფენისგან, როგორიცაა ბამბა. მრავლფენიანი ნიღაბი ხელს უშლის მიკრობების შეღწევას ნაჭრიდან.

როგორ მივიღოთ მაქსიმუმალური სარგებელი ნიღბის ტარებისგან

ნაჭრის და სამედიცინო ნიღბები შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, თუ ისინი კარგად ჯდება თქვენი სახის კონტურებზე, რათა თავიდან აიცილოთ ჰაერის გაჟონვა და მიკრორბების შეღწევა ნიღბების კიდეებიდან.

We use cookies to ensure that we provide the best experience on our website. If you continue to use this page, we assume that you are satisfied with it.

არ გამოტოვო!

დროში შეზღუდული შეთავაზება

დღე
საათი
წუთი
წამი

ძველი ფასი

90 ლ

ახალი ფასი

65 ლ