რა განსხვავებაა მოლეკულურ დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და სეროლოგიურ კვლევებს შორის?
მოლეკულური დიაგნოსტიკა მათ შორის, „პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია“ (PCR) ტესტირება, გამოავლენს ვირუსის გენეტიკურ მასალას და ამით საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არის თუ არა ადამიანი ამჟამად ინფიცირებული SARS-CoV-2 ვირუსით. "სეროლოგიური ტესტირება" ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობას ადგენს ადამიანის ორგანიმში, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იყო თუ არა ადამიანი ადრე ინფიცირებული SARS-CoV-2– ით. სეროლოგიური ტესტები არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე SARS-CoV-2 ინფექციის დასადგენად, რადგან ანტისხეულები წარმოიქმნება ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

როგორია მეორეჯერ ინფიცირების მაჩვენებელი?
ვირუსის მაღალი გავრცელების მქონე არეალში ჩატარებულმა კვლევებმა, დაადგინა, რომ მეორედ ინფიცირების მაჩვენებელი 20%-ზე მეტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ნიშნავს თუ არა ანტისხეულების არსებობა, იმუნიტეტის არსებობას?
ამჟამად ბევრი კვლევა მიმდინარეობს SARS-CoV-2– ით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულების მოქმედების უკეთ გასაგებად. დღემდე ჩატარებული რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობას, ვისაც ჰქონდა SARS-CoV-2 ინფექცია, უვითარდება ამ ვირუსისათვის სპეციფიური ანტისხეულები. თუმცა, ამ ანტისხეულების დონე შეიძლება განსხვავებული იყოს მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში (ანტისხეულების უფრო მაღალი დონე) და მსუბუქი ან ასიმპტომური დაავადების მქონე პაციენტებში (ანტისხეულების დაბალი დონე). ამჟამად ბევრი კვლევა მიმდინარეობს იმის უკეთ გასაგებად, თუ რა რაოდენობის ანტისხეულები არის საჭირო დაცვისთვის და რამდენ ხანს ძლებს ეს ანტისხეულები ორგანიზმში.