Close

ანტიგენი და ანტისხეულები: 5 რამ რაც უნდა ვიცოდეთ

მიმოხილვა

COVID-19 არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება SARS-CoV-2.. ჯანმო -მ პირველად ინფორმაცია ახალი ვირუსის შესახებ მიიღო 2019 წლის 31 დეკემბერს, როდესაც "ვირუსული პნევმონიის" კლასტერული შემთხვევები დაფიქსირდა ვუჰანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

ეფექტური მეთოდები მუდმივად ვითარდება იმის დასადგენად, ვართ თუ არა ინფიცირებულები COVID-19–ით. ზოგადად, PCR ტესტები და ანტიგენის ტესტები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ იცით რა განსხვავებაა მათ შორის? დღევანდელ პოსტში ჩვენ ვისაუბრებთ ამის შესახებ და გავცემთ პასუხს თქვენს ყველა კითხვას. არსებობს ორი სახის ტესტი (სადიაგნოსტიკო ტესტები) Covid-19– ისთვის. პირველი, რომელიც შექმნილია იმის დასადგენად, გვაქვს თუ არა უკვე დადასტურებული ინფექცია, ან მეორე, რომელიც შექმნილია იმის შესამოწმებლად, ვიყავით თუ არა ადრე ინფიცირებული. თითქმის ყველა პროდუქტის მსგავსად, ამ ტესტებსაც ეფექტურობისა და საიმედოობის სხვადასხვა ხარისხი აქვთ და შეიძლება გამოყენებულ იქნან სხვადასხვა მიზნებისათვის. სწრაფი ტესტები (ასევე უწოდებენ სწრაფ დიაგნოსტიკურ ტესტებს (RDT)) ვირუსული ცილების არსებობას ადგენენ (ანტიგენებს). მასალის ნიმუში მიიღება ცხვირის ღრუდან ან ყელის ნაცხის გამოყენებით.

pcr test fb share image Recovereddf PCR Test Tbilisi

ეს ტესტები უფრო იაფია ვიდრე PCR და იძლევა სწრაფ შედეგებს, თუმცა ისინი ნაკლებად ზუსტია. ამ ტესტების შედეგები ყველაზე საიმედოა მოსახლეობაში ვირუსის ინტენსიური მიმოქცევის პირობებში. ანტიგენის ტესტი ცდილობს აღმოაჩინოს ცილების არსებობა ვირუსის ზედაპირზე პათოგენის არსებობის დასადგენად, PCR ტესტი ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია - ეძებს დნმ -ს და სხვა ცილებს. ტესტის ორივე პროცედურა მოითხოვს ცხვირის ტამპონს და შეუძლია განსაზღვროს არის თუ არა პაციენტი გადამდები.

ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ კორონავირუსის ტესტირების შესახებ:

1.PCR და ანტიგენის ტესტები არის ყველაზე გავრცელებული ფორმა ინფექციის დასადგენად, მაგრამ ისინი განსხვავებულად მუშაობენ.

ანტიგენის ტესტები ეძებენ ცილებს ვირუსის ზედაპირზე პათოგენის არსებობის დასადგენად, ხოლო PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტები შექმნილია გენეტიკური მასალის მოსაძებნად, სახელდობრ რნმ-ის, რომელიც ეხმარება ვირუსს ამ ცილების წარმოქმნაში. ეს პროცესი არ საჭიროებს ლაბორატორიულ მუშაობას. პასუხის დადგენას 30 წუთი სჭირდება, მაგრამ ეს სიჩქარე მიიღწევა მგრძნობელობის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტები საიმედოა, როდესაც ადამიანს აქვს მაღალი ვირუსული დატვირთვა, ისინი არიან მიდრეკილნი ცრუ უარყოფითი შედეგებისკენ, თუ ადამიანს აქვს მცირე რაოდენობით ვირუსი სხეულში.

ორივე ტესტი ასევე მოითხოვს ცხვირიდან ან ყელიდან ნაცხის აღებას, სწორედ აქ მთავრდება მსგავსებები. PCR- ის შემთხვევაში, საცდელი ნიმუში იგზავნება ლაბორატორიებში. ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, საჭიროებს კომპლექსურ ლაბორატორიულ აღჭურვილობას და, როგორც წესი, თითო ნიმუშად კეთდება. ამის საპირისპიროდ, ანტიგენის ტესტები - ხშირად უწოდებენ სწრაფ ტესტს - მუშავდება ნიმუშის შერევით, რომელიც გამოყოფს გარკვეულ ვირუსულ ცილებს. ეს კომბინაცია შემდეგ გამოიყენება ქაღალდის ზოლზე, რომელიც შეიცავს სპეციალურად შემუშავებულ ანტისხეულს და ოპტიმიზირებულია ამ ცილების დასაკავშირებლად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მგრძნობელობა და სპეციფიკა არის ტესტის სარგებლიანობის კრიტერიუმები.

Antigen and antibody PCR Test Tbilisi

მგრძნობელობა განისაზღვრება, როგორც Covid-19–ით დაავადებული პაციენტების პროპორცია, რომელთაც აქვთ დადებითი შედეგი. ხოლო სპეციფიურობა არის ინფექციის არმქონე პაციენტების პროპორცია, რომელსაც ტესტი სწორად განსაზღვრავს, როგორც უარყოფითს.

3. ანტისხეულების ტესტის შედეგი შეიძლება სასარგებლო იყოს ვაქცინებზე რეაგირების ხარისხის გასაზომად.

ანტისხეულები არიან ჯარისკაცები, რომლებსაც იყენებს იმუნური სისტემა უცხო დამპყრობლის საპასუხოდ-ამ შემთხვევაში SARS-CoV-2.თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ ანტისხეულების ტესტის შედეგები მოგვცემდა საშუალებას სწრაფად და მარტივად გამოგვევლინა დაავადება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტესტები არ იძლევა დადებით შედეგებს ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში. ასევე გაურკვეველია რამდენ ხანს იარსებებს Covid-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში. ეს ტესტები შეიძლება სასარგებლო იყოს Covid-19– ის გავრცელების შესაფასებლად . მაგალითად, მოსახლეობის რამდენი პროცენტი და რომელი ეთნიკური ჯგუფებია ინფიცირებული Covid-19– ით.

4. სანამ სწრაფი ტესტები არ გახდება უფრო ზუსტი, უარყოფითი შედეგები არ უნდა იქნას გამოყენებული სარისკო საქმიანობის წასახალისებლად

მთავრობებს სურთ გამოიყენონ სწრაფი ტესტები, რადგან ისინი ბევრად უფრო იაფი და სწრაფია მასობრივი ვაქცინაციის კამპანიებისთვის, მაგრამ რადგან მათ აქვთ ხარვეზები სიზუსტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ უარყოფითი შედეგები სარისკო საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტები კარგია მაღალი ვირუსული დატვირთვის მქონე ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, ჯერჯერობით უცნობია რა უნდა იყოს ვირუსული ბარიერი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

Antigen test PCR Test Tbilisi

5. როდესაც საქმე ეხება სწრაფ ტესტებს, ტესტის ამღები პირის პრფესიონალიზმი შეიძლება იყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ როდესაც ტესტს აკეთებს თვითნასწავლი ადამიანი მისი მგრძნობელობა ეცემა დაახლოებით 58% -მდე, ხოლო 73% -ით იზდება, როდესაც გამოცდილი მედდები ატარებენ ტესტირებას. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო გამოცდილი ადამიანები ჩაატარებენ ტესტს, მით უფრო კარგი შედეგი ექნება მას.

PCR ტესტები მუშავდება ლაბორატორიაში, შესაბამისად შეცდომის ალბათობა გაცილებით დაბალია. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად შეერთებული შტატები, გვირჩევს PCR ტესტის ჩატარებას, თუ სიმპტომების მქონე ადამიანებს აქვთ უარყოფითი ანტიგენის ტესტი.

We use cookies to ensure that we provide the best experience on our website. If you continue to use this page, we assume that you are satisfied with it.

არ გამოტოვო!

დროში შეზღუდული შეთავაზება

დღე
საათი
წუთი
წამი

ძველი ფასი

90 ლ

ახალი ფასი

65 ლ